ლუკა ლოჩოშვილმა სატრანსფერო ღირებულების მაქსიმუმს მიაღწია | Transfermarkt
ნიურნბერგის ქართველი ფეხბურთელის ლუკა ლოჩოშვილის სატრანსფერო თანხა გაიზარდა და კარიერის საუკეთესო მაჩვენებელს მიაღწია. 27 წლის მცველის ფასი 500 000 ევროთი გაიზარდა და ახლა 2 მილიონ ევროს შეადგენს, ეს მონაცემები სატრანსფერო საიტ Transfermarkt-ზეა გამოქვეყნებული.
აქამდე ლუკა ლოჩოშვილის სატრანსფერო ღირებულებამ თავის მაქსიმუმს 2023 წელს მიაღწია, როდესაც ის კრემონეზეში ასპარეზობდა და 1 მილიონ 800 000 დოლარს უტოლდებოდა, ბოლო პერიოდში ლოჩოშვილის ფასი დაღმავლობას განიცდიდა, მაგრამ გერმანულ გუნდში თამაში მისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა და კვლავ მოიმატა.
ლუკა ლოჩოშვილის სატრანსფერო ღირებულება
შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილი ნიურნბერგში მიმდინარე სეზონის დასაწყისში კრემონეზედან გადავიდა, ამ დროის განმავლობაში ყველა ტურნირის ეგიდით 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი/1 საგოლე გადაცემა უფიქსირდება.
ნიურნბერგი ბუნდესლიგა 2-ის ცხრილში 19 ქულით მე-11 ადგილზეა (5 მოგება, 4 ფრე, 7 მარცხი).