Belive

ლუკა ლოჩოშვილის შეფასება ჰამბურგის წინააღმდეგ

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ბუნდესლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში კიოლნი ჰამბურგთან სტუმრად 2:1 დამარცხდა. ჰამბურგის რიგებიდან ჯერ 44-ე წუთზე ნიკოლას კაპალდომ გაიტანა გოლი, ხოლო შემდეგ 51-ე წუთზე იუსუფ პოულსენმა, მინიმუმამდე სხვაობა 90-ე წუთზე შეამცირა რაგნარ აკემ.

ლუკა ლოჩოშვილმა მატჩი სრულად ჩაატარა, 6-ჯერ ბურთი მოიგერია, ერთხელ დაბლოკა, 7 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 6-ში გაიმარჯვა, ბურთს 111-ჯერ შეეხო, 99 გადაცემიდან ზუსტად 94 შეასრულა (95%), 2-ჯერ კარისკენ დაარტყა, ერთხელ ძელს მოარტყა, ხოლო ერთხელაც დაუბლოკეს.

ლუკა ლოჩოშვილის შეფასება:

  • Flashscore: 6.9

  • Sofascore: 7.1

  • Whoscored: 7.3

კიოლნი ბუნდესლიგის ცხრილში 4 ქულით მე-12 პოზიციაზეა (1 მოგება, 1 ფრე, 2 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 11 ოქტომბერს მიუნხენგლადბახის წინააღმდეგ გამართავს.