Belive

ლუკა ლოჩოშვილის შეფასება ბარის წინააღმდეგ | ქართველმა შეუცვლელად ითამაშა

4 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია B-ს 32-ე ტურის შეხვედრაში ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზე" "ბარის" ესტუმრა და ქართველის გუნდმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა 1:2.

ლუკა ლოჩოშვილმა შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა, Sofascore-მა ქართველ მცველს 6.9 შეფასება დაუწერა. 5 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 3-ში გამარჯვებული დარჩა, ბურთს 87-ჯერ შეეხო, 69 გადაცემიდან 64 ზუსტად შეასრულა (93%).

"კრემონეზე" სერია B-ს ცხრილში მე-2 ადგილზეა და სერია A-ში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი შემდეგ მატჩს საკუთარ არენაზე "ტერნანას" წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა 13 აპრილს გაიმართება.

სხვა სტატიები