"ლოჩოშვილის შეძენა კლოზეს სანიოლმა ურჩია" - BILD
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი უახლოეს მომავალში გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის გუნდში იასპარეზებს, 27 წლის მცველის ტრანსფერს ნიურნბერგი ძალიან მალე გააოფიციალურებს.
გერმანული გამოცემა BILD ქართველი ფეხბურთელის შესახებ წერს:
მემარცხენე ფეხბურთელი 1 მილიონ ევროზე ოდნავ მეტი თანხის სანაცვლოდ იტალიის სერია A-ს კრემონეზედან გერმანიაში გადადის. როგორც სპორტული, ასევე პიროვნული თვალსაზრისით ლოჩოშვილი თავისუფლად საუბრობს ინგლისურ და იტალიურ ენებზე, ის იდეალურად ჯდება ნიურნბერგის მწვრთნელ, მიროსლავ კლოზეს ტაქტიკურ მონახაზში. ყველა ფეხბურთის გულშემატკივარმა, არა მხოლოდ ავსტრიაში, იცის, რომ ქართველს პასუხისმგებლობის აღების არ ეშინია.
არქივი: 2022 წლის 27 თებერვალს, ლუკა ლოჩოშვილმა ჯორჯ ტაიგლის სიცოცხლე გადაარჩინა. მატჩი ავსტრია ვენასა და ვოლფსბერგერს შორის მიმდინარეობდა, შეხვედრის ბოლო წუთებზე ტაიგლს თავში მუხლი მოხვდა და მაშინვე გონება დაკარგა. ვოლფსბერგერის მცველმა, ლოჩოშვილმა რეაგირება სწრაფად მოახდინა, ტაიგლს ენა დაუჭირა და სიცოცხლე გადაურჩინა. შეჯახება იმდენად მძიმე იყო, რომ შემდგომში როგორც დადგინდა ტაიგლს თავის ქალის და ყბის მოტეხილობა ჰქონდა, ის ამის გამო 161 დღე მოედანზე აღარ გამოჩენილა.
ამ დრამატული ინციდენტიდან 1 წლის შემდეგ, ლოჩოშვილი FIFA-მ სამართლიანი თამაშის პრიზით დააჯილდოვა. ჯილდოს მიღების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა განაცხადა:
"რა თქმა უნდა, ეს ჩემთის უდიდესი პატივია, მაგრამ კიდევ უფრო ბედნიერი ვარ, რომ მოთამაშის სიცოცხლის გადარჩენა შევძელი."
გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ყოფილ თანაგუნდელს, მიროსლავ კლოზეს ლოჩოშვილის შეძენა ურჩია. ის საკმაოდ ძლიერი მცველია და როგორც ჩანს იდეალურად აკმაყოფილებს ნიურნბერგის მოთხოვნებს. - წერს BILD