ლუკა ლოჩოშვილის დებიუტი ბუნდესლიგა 2-ში შედგა | ქართველის შეფასება
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის ჩემპიონატი დაიწყო, პირველ ტურში ელვერსბერგმა ლუკა ლოჩოშვილის ნიურნბერგი 1:0 დაამარცხა.
ქართველმა მცველმა თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად იასპარეზა. რა შეფასება დაუწერეს ლოჩოშვილს ელვესბერგის წინააღმდეგ:
Flashscore: 7.1
Sofascore: 6.9
Whoscored: 6.9
მატჩში ლუკა ლოჩოშვილმა 6 სახიფათო შეტევა მოიგერია, ართმევის მცდელობა 3-ჯერ ჰქონდა, 11 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 7-ში გაიმარჯვა, ბურთს 47-ჯერ შეეხო, 34 გადაცემიდან 30 ზუსტად შეასრულა, ასევე ერთხელ დაარტყა კარისკენ და ერთხელაც დრიბლინგის მცდელობა ჰქონდა, რაც წარმატებით შეასრულა.
Und dann ist Schluss. Wir verlieren zum Saisonauftakt in Elversberg.
— 1. FC Nürnberg (@1_fc_nuernberg) August 2, 2025
⚽ 1:0 I #ELVFCN I #fcn pic.twitter.com/rbaqA8wFmV