ლუკა ლოჩოშვილი სასუოლოსთან მატჩში კრემონეზეს ძირითად შემადგენლობაშია
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სერია A-ს მეხუთე ტურში ,,კრემონეზე” ,,სასუოლოს” უმასპინძლებს. მატჩი 14:30 საათზე დაიწყება.
მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაშია ქართველი მცველი, ლუკა ლოჩოშვილი, რომელიც იტალიის ჩემპიონატში მესამე შეხვედრას ჩაატარებს.
კრემონეზეს სასტარტო თერთმეტეული:
რადუ, კირიკეში, ლოჩოშვილი, გილიონე, ვალერი, აივუ, პიკელი, ესკალანტე, დესერსი, ოკერეკე, ძანიმაკია.
4 ტურის შემდეგ, ,,კრემონეზე'' უქულოდაა და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-19 ადგილს იკავებს.