Belive

ლუკა ლოჩოშვილი პარმასთან შეხვედრას გამოტოვებს

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

"კრემონეზეს" ქართველი ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი სერია B-ს 37-ე ტურის შეხვედრას "პარმას" წინააღმდეგ გამოტოვებს.

მომდევნო შეხვედრისთვის კრემონელთა რიგებიდან დისკვალიფიცირებულია ლუკა ლოჩოშვილი, 25 წლის ფეხბურთელმა 36-ე ტურის შეხვედრაში ყვითელი ბარათი მიიღო და დაგროვებული ბევრი ბარათის (5 ყვითელი) გამო მას მატჩის გამოტოვება მოუწევს.

"კრემონეზეს" იტალიის სერია B-ს ცხრილში 63 ქულა აქვს და მე-4 პოზიციაზეა. დარჩენილია ორი ტური რის შემდეგაც "კრემონეზეს" ნახევარფინალური მატჩი ექნება ჩასატარებელი, შემდეგ კი ფინალი, ამით გაირკვევა ითამაშებს თუ არა ქართველის გუნდი იტალიის უმაღლეს ჩემპიონატში.