Belive

ლუკა ლაცაბიძე კარიერას დონეცკის შახტარში გააგრძელებს

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დონეცკის "შახტარის" შემადგენლობაში უკვე მესამე ქართველიც იასპარეზებს. ლუკა ლაცაბიძე უკრაინულ გუნდში "დინამო თბილისიდან" გადავიდა. დონეცკურმა კლუბმა ქართველ ფეხბურთელს 5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა და ტრანსფერის ღირებულება 700 000 ევროა.

დონეცკის „შახტარმა“ თურქულ შეკრებაზე ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა და ორივეში დამარცხდა, დონეცკელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ლუკა ლაცაბიძე, რომელმაც ერთი ტაიმი ითამაშა, მატჩის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამწვრთნელო შტაბი ქართველი ფეხბურთელის ასპარეზობით კმაყოფილია და კონტრაქტის დეტალები დღეს უკვე გაოფიციალურდა.

19 წლის ფეხბურთელი "დინამო თბილისის" აღზრდილია და ძირითად გუნდში 2023 წლის ზაფხულიდან ირიცხებოდა.

სხვა სტატიები