Belive

ლუკა გადრანი: "ნებისმიერმა შეცდომამ შეიძლება დინამოსა და ასტანას მატჩის ბედი გადაწყვიტოს"

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

2023/24 წლების სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით "დინამო თბილისის" მიერ "ასტანასთან" გასამართი შეხვედრის წინ, ქართველმა მცველმა, ლუკა გადრანმა, რომელიც ყაზახური "აქტობეს" წევრია, მოახლოებული დუელის შესახებ ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა.

"ვფიქრობ, რომ ორივე გუნდი მაღალი დონისაა. პირველი თამაში "დინამოსთვის" რთული იქნება, რადგან ისინი ხელოვნურ მოედანზე ითამაშებენ.

"ასტანას" ბევრი გამოცდილი მოთამაშე ჰყავს, "დინამო" კი ნიჭიერი ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ითამაშეს.

არ შეიძლება ითქვას, რომ ერთი გუნდი მეორეზე მაღლა დგას. ნეიტრალური მაყურებლისთვის ეს თამაში ძალიან საინტერესო იქნება.

გუნდები ფრთხილად უნდა მოემზადონ, რადგან ნებისმიერმა შეცდომამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მატჩის შედეგზე", - თქვა 26 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც 2015-16 წლებში "დინამო თბილისის" მეორე გუნდის შემადგენლობაში თამაშობდა.

“დინამო თბილისისა” და “ასტანას” პირველი მატჩი 13 ივლისს, ასტანაში გაიმართება, საპასუხო შეხვედრა კი 19 ივლისს, თბილისში, “დინამო არენაზე” შედგება.

სხვა სტატიები