ლუკა დინი: "საკუთარი თავით ძალიან იმედგაცრუებული ვარ"
9 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 - ფინალში ესპანეთთან მარცხის შემდეგ, საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა, ლუკა დინმა ისაუბრა და ის ეპიზოდი გაიხსენა, როდესაც ლამინ იამალის წინააღმდეგ დაჯარიმდა, რასაც ფრანგების კარში, პენალტი მოჰყვა. 32 წლის ფეხბურთელმა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც საფრანგეთს გულშემატკივროდნენ მადლობა გადაუხადა. საკუთარი თავით კი, ძალიან იმდგაცრუებული იყო.
ოცნება დასრულდა. როგორც ჩემი, ისევე ალბათ იმ ათასობით ადამიანის, რომლებიც ჩვენ უკან იდგნენ. ჩვენ ყოველთვის ყველაზე ლამაზ სცენარს წარმოვიდგენდით, მაგრამ სამწუხაროდ, აქამდე ვერ მივედით. ამის გააზრება ძალიან რთული და მტკივნეულია. ყველაზე რთული კი სიტყვების პოვნაა საკუთარი იმედგაცრუების გამოსახატად.
უპირველეს ყოვლისა, ყველაზე მეტად, საკუთარი თავით ვარ იმედგაცრუებული. ყველა იმ ადამიანზე ვფიქრობ, ვინც მთელი ეს დრო, ჩვენთან ერთად იყო და გვგულშემატკივრობდა. მხარდაჭერა, რომელსაც მთელი ჩემპიონატის დროს ვგრძნობდით, განსაკუთრებული და ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ამ უზარმაზარი იმედგაცრუების მიუხედავად, მაინც ძალიან ვამაყობ, რომ ჩემი ქვეყანა წარმოვადგინე. ყველას მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის და იმ ემოციებისთვის, რომლებიც მთელი მუნდიალის განმავლობაში თან დაგვყვებოდა. - ლუკა დინი
Après sa faute face à l’Espagne en demi-finale de la Coupe du monde, Lucas Digne a pris la parole pour exprimer sa déception. https://t.co/yEPH7Q3w1L
— Onze Mondial (@OnzeMondial) July 16, 2026
საფრანგეთი ამ მარცხით საჩემპიონო რბოლას ჩაეხსნა. მაგრამ მათთვის, მსოფლიო ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა. "მამლები", 19 ივლისს, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, ინგლისს დაუპირისპირდებიან.