ბენჟამინ მენდი: "ჩემს თასს რასაც მინდა იმას ვუზამ"
ფრანგმა მცველმა, ბენჟამინ მენდიმ, რომელიც გაუპატიურების ბრალდებების შემდეგ პოლონეთში გადაბარგდა, მსოფლიო ჩემპიონატის თასის თავისი ასლი აუქციონზე 54 000 ევროდ გაყიდა. ფეხბურთელმა საკუთარი გადაწყვეტილება საჯაროდ განმარტა.
მენდი ინფორმაციას ადასტურებს და პოზიციას არ იცვლის. მას შემდეგ, რაც სპორტულ ბიზნესზე სპეციალიზებულმა გამოცემა Sportune-მა ხუთშაბათს გაავრცელა ცნობა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონის მიერ ოქროს თასის ასლის აუქციონზე გატანის შესახებ, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, პარასკევ ღამეს, Snapchat-ის პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.
ეს ჩემი თასია თუ თქვენი? - სხვათა შორის, ეს ჩემი საკუთრებაა. ჩემი თასია და რასაც მინდა, იმას ვუზამ. თანაც, კარადაში ზედმეტ ადგილს იკავებდა. სიმართლე რომ ვთქვა, კიდევ უამრავი ჯილდო მაქვს, რომლის გაყიდვაც შემიძლია. - მენდის განცხადება Snapchat-ზე
«C’est ma coupe, j’en fais ce que je veux» : Benjamin Mendy se défend après avoir vendu son trophée aux enchères ➡️ https://t.co/G5doHGSqtl pic.twitter.com/VZ9Ck2ZxS5
— Le Parisien (@le_Parisien) August 1, 2026
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს გაუპატიურების მრავალჯერადი ბრალდებების წარდგენის შემდეგ, ლონჟუმოში დაბადებულმა ფეხბურთელმა ოთხი თვე წინასწარ პატიმრობაში გაატარა. მოგვიანებით მას სასამართლო მეთვალყურეობა დაუწესდა, ორი წლის შემდეგ კი სრულად გაამართლეს. მას შემდეგ მენდი კარიერის განახლებას ამაოდ ცდილობს - ლორიანსა და ციურიხში წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ მან თავშესაფარი პოლონეთის ჩემპიონატში პოვა.