Belive

ლუკ შომ მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა მცველმა, ლუკ შომ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელმა "წითლებთან" კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა.

27 წლის ფეხბურთელმა, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედში" "საუთჰემპტონიდან" 2014 წლის ზაფხულში 37.5 მილიონ ევროდ გადავიდა, კლუბის მაისურით 249 მატჩში 4 გოლის გატანა და 28 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. რაც შეეხება ტიტულების ყულაბას, მის აქტივში 2 ინგლისის ლიგის თასი, სუპერ თასი და უეფას ევროპა ლიგაა.

ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში ლუკ შოს 29 მატჩი აქვს ჩატარებული, 3 გოლი გატანილი და 9 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები