Belive

ლუის სუარესი: "მინდა კარიერა მესისთან ერთად დავამთავრო"

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლუის სუარესი ამბობს, რომ მას კარიერის მესისთან ერთად დასრულება სურს. დიდი ხნის თანაგუნდელებს ერთად ბევრი რამ აქვთ გავლილი და ამ გადაწყვეტილების მიღებაც ერთად სურთ.

ჩემი აზრით, ორივენი საკმარისად ბებრები ვართ.ჩვენ ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც ჩვენთვის კარგი იქნება. მე პირადად გადაწყვეტილების ახლა მიღებას არ ვაპირებ. შემიძლია გითხრათ, რომ მასთან ერთად პენსიაზე სიამოვნებით გავიდოდი. კარიერის ერთად დასრულებაზე დიდი ხანია ვლაპარაკობთ და ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ყველაზე კარგ დროს მივიღებთ. - განაცხადა ლუის სუარესმა

შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესი და ლიონელ მესი ჯამში 8 წელია თანაგუნდელები არიან. "ბარსელონაში" გატარებული 6 წლის შემდეგ, მათი გზები აშშ-ში კვლავ გადაიკვეთა. ლეო და ლუისი ერთად ამჯერად "ინტერ მაიამის" ღირსებას იცავენ.

სხვა სტატიები