ამ წუთებში კატალონიის "ბარსელონა" სტუმრად "ვილიარეალს" ხვდება და ანგარიშით 1:2 ამარცხებს.
კატალონიელთაგან მე-2 გოლი, ლუს სუარესმა გაიტანა და ისტორიაში შევიდა.
ურუგვაელის გატანილი გოლი რიგით 194-ე აღმოჩნდა და იგი ყველა დროის ბომბარდირთა დავაში ლასლო კუბალას გაუთანაბრდა და საპატიო მე-3 ადგილს დაიკავა.
სუარესის შემდეგ 232 გოლით ცეზარი იწონებს თავს, ხოლო პირველი რა თქმა უნდა ლიონელ მესი გახლავთ, 630 გოლით.
კუბალა "ბარსელონაში" 11 წლის განმავლობაში ასპარეზობდა(1950/1961წ.წ) და 281 შეხვედრა დასჭირდა 194 გოლის გასატანად.
რაც შეეხება ლუისს, იგი ბარსელონაში 2014 წლიდან ასპარეზობს და 194 გოლის გასატანად 205 თამაში დასჭირდა.