ფრანკო მასტანტუონო: "ჩემს თავს იამალს ვერ შევადარებ - მე ჩემი ხედვა მაქვს"
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის რეალისა და არგენტინის ეროვნული ნაკრების 18 წლის შემტევმა - ფრანკო მასტანტუონომ, სანაკრებო პაუზის დროს არგენტინის ნაკრებში გამგზავრების შემდეგ, ერთ-ერთ არგენტინულ მედიასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა.
ერთ-ერთი თემა ლამინე იამალთან შედარება იყო, რაზეც ფრანკომ საინტერესო პასუხი გასცა.
''ბოლო 3 თვის განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა, რისი გააზრებაც მარტივად არ იყო. ევროპულ ფეხბურთი ადაპტაცია შევძელი, თუმცა მთავარი ეტაპები ჯერ კიდევ წინ არის - ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ჩაბი ალონსოსგან სრული ნდობა და მხარდაჭერა მაქვს. ჯერ მხოლოდ 18 წლის ვარ და ვიცი, რომ მომატება შემიძლია.
ლამინ იამალთან შედარება არ მომწონს, ჩემს თავს მას არ შევადარებ, რადგან მე მაქვს ჩემი სტილი, ჩემი ხედვა, მანევრი და ინდივიდუალიზმი, ლამინს კი თავისი - ვფიქრობ, ბარსელონას, ესპანელის სახით საოცარი ვარსკვლავი ჰყავს, რომელიც განსაკუთრებული ეფექტურობით გამოირჩევა, თუმცა მე ვფიქრობ იმაზე, რომ საკუთარ განვითარებას დავუთმო დრო და არა სხვებზე საუბარს..." - ფრანკო მასტანტუონო
მადრიდის რეალმა 18 წლის ახალწვეული, ფრანკო მასტანტუონო ზაფხულში დაიმატა. უნივერსალური ნახევარმცველი სამეფო კლუბს 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ, რივერ პლეიტიდან შეუერთდა.
'სამეფო კლუბში' გადასვლის შემდეგ კი, ფრანკო მასტანტუონო არგენტინის ნაკრების უცვლელ წევრად იქცა.