Belive

ლუის ენრიკე: ,,არ ვაპირებთ, რომ საპასუხო მატჩს ისე შევხედოთ, როგორც ვარჯიშს''

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ,,ბრესტთან'' მოგებული მატჩი შეაფასა:

,,შედეგმა გამახარა. ბრესტი არის გუნდი, რომელმაც პსჟ-სთან ბოლო 5 მატჩში 8 გოლის გატანა შეძლო. იმის გათვალისწინებით, როგორც მეტოქემ ითამაშა, შეიძლება ითქვას, რომ შედეგი გადაჭარბებულია.

ციფრები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს. არსებობს თანმიმდევრულობა, რაც ჩვენს გუნდს უკეთესს ხდის. დადებითი სერია გვაქვს, სიტისთან შეხვედრამ ყველა გაათავისუფლა და თავდაჯერება შეგვმატა.

რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ, რომ ბრესტთან საპასუხო მატჩს ისე შევხედოთ, როგორც ვარჯიშს. მიზანი მერვედფინალში მოგებით გასვლაა.

დემბელე? უნდა ჰკითხოთ, რა ჭამა შობას... ბოლომდე თავდაჯერებულია. გასულ სეზონშიც კარგი იყო, მაგრამ 2025 წელს კიდევ უფრო უკეთესია. ვხედავ, რომ მისი თანაგუნდელები მას ეძებენ და პოულობენ კიდეც.

ვიტინია? ის უნიკალურია და ჩვენი გუნდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პოზიციაზე თამაშობს. ძლიერია როგორც ფიზიკურად, ასევე - მენტალურად. სრულყოფილ ნახევარმცველს განასახიერებს.'' - ლუის ენრიკე

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის პირველ შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,ბრესტი'' 3:0 დაამარცხა. გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 20 თებერვალს, პარიზში გაიმართება, მანამდე კი ლუის ენრიკეს გუნდი ,,ტულუზას'' ესტუმრება.

სხვა სტატიები