Belive

ლუის ენრიკე: ,,ვინმეს რომ ეთქვა, პირველი ტაიმის შემდეგ 2:0-ს მოვიგებდით, 2 საათს ვიცეკვებდი''

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ,,რეალ სოსიედადთან'' მოგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,ესპანურ გუნდთან შეხვედრას მოუთმენლად ველოდი! ვულოცავ სოსიედადს, შესანიშნავად ითამაშეს და გოლის გატანასაც იმსახურებდნენ.

ძალიან ბედნიერი ვარ! ვინმეს რომ ეთქვა, პირველი ტაიმის შემდეგ 2:0-ს მოვიგებდით, 2 საათს ვიცეკვებდი...

მეორე ნახევარში ვეცადეთ, რომ ყველაფერი შეგვეცვალა, რადგან მეტოქე ძალიან მაღალ პრესინგს გვთავაზობდა, ჩვენი პრესინგის დროს კი ბურთს ინარჩუნებდა. ნამდვილი კოშმარი იყო... როცა ასე ხდება, თავდაჯერებულობას კარგავ და თამაში გიჭირს. თუმცა, ფეხბურთია და ყველაფრის გამოსწორება შევძელით.

ჩვენმა ფეხბურთელებმა შეტევაში ძალიან კარგად ითამაშეს, მაგრამ ახლა საპასუხო მატჩზე ფიქრიც კი არ მინდა.'' - ლუის ენრიკე

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,სოსიედადს'' უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 6 მარტს, სან-სებასტიანში გაიმართება.

სხვა სტატიები