Belive

ლუის ენრიკე: "ვულოცავ გონსალო რამოშს - ნამდვილ ჯარისკაცს"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ქუვეითში გამართულ საფრანგეთის სუპერთასის ფინალში გამარჯვება პსჟ-ს დარჩა. პარიზელებმა მარსელის ოლიმპიკთან ფრედ, 2:2 ითამაშეს, პენალტების სერია კი ლუის ენრიკეს გუნდმა უკეთ შეასრულა (4:1). საერთო ჯამში, პსჟ რეკორდსმენია, მათ ეს ტიტული მეთოთხმეტედ მოიგეს, მაშინ, როცა უახლოოეს მდევარ ლიონს 8-ჯერ აქვს მოგებული.

ძალიან დაძაბული თამაში იყო. მარსელმა ძალიან კარგად ითამაშა. ჩვენთვის ყველაფერი რთულად წარიმართა. მათ ჩვენზე უკეთ ითამაშეს, თუმცა ჯერ კიდევ მჭირდება მატჩის ანალიზი. უნდა მივულოცო დე ძერბის, რომელსაც ყველა აკრიტიკებს. ის ძალიან კარგი მწვრთნელია.

ასევე მინდა მივულოცო გონსალო რამოშს. ის დიდ დროს არ იღებს, მაგრამ ჩვენთვის ყველაფერს აკეთებს. გონსალო რამოსი ჯარისკაცია! ის წარმოუდგენელი მოთამაშეა, რა სასიამოვნოა მისი ჩვენთან ყოფნა.

პენალტების სერია? ყველა ამბობს, რომ ეს იღბალია და ამას გარკვეული საფუძველიც აქვს, მაგრამ ყველა გუნდი მუშაობს ამაზე. ჩვენ ინფორმაციას ვაძლევთ მეკარეებს და ძალიან მიხარია ლუკასის (შევალიე) გამო. - განაცხადა ლუის ენრიკემ

გონსალო რამოშმა, რომელიც მოედანზე 89-ე წუთზე შევიდა, გამათანაბრებელი გოლი მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე გაიტანა და მატჩი პენალტების სერიამდე მიიყვანა. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი პსჟ-ს მეკარე, ლუკას შევალიე გახდა, რომელმაც რამდენიმე რთული დარტყმა და პენალტების სერიაში 2 თერთმეტმეტრიანი მოიგერია.

სხვა სტატიები