ლუის ენრიკე ველოსიპედიდან გადმოვარდა, ესპანელი საავადმყოფოში გადაიყვანეს
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დღეს, პარი სენ-ჟერმენის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ველოსიპედიდან გადმოვარდა და ლავიწის ძვალი მოიტეხა. პარიზული გუნდის განცხადებაში წერია, რომ 55 წლის ესპანელი სპეციალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაციას ჩაუტარებენ.
პარი სენ-ჟერმენი ლუის ენრიკეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს. კლუბი დამატებით ინფორმაციას მალე გაავრცელებს. - ნათქვამია პსჟ-ს განცხადებაში
À la suite d’une chute à vélo survenue ce vendredi, l'entraîneur du Paris Saint-Germain, Luis Enrique, a été pris en charge par les secours et va subir une opération pour une fracture de la clavicule.
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) September 5, 2025
Le Paris Saint Germain tient à exprimer tout son soutien à Luis Enrique et lui…