ლუის ენრიკე: ,,უსამართლობა იქნება თუ მესი კარიერას მსოფლიო ჩემპიონატის მოგების გარეშე დაასრულებს''
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, განაცხადა, რომ მესის მსოფლიო ჩემპიონობას ისურვებდა:
,,თუ მსოფლიო ჩემპიონატს ესპანეთი ვერ მოიგებს, მესის გამო ვისურვებდი, რომ ჩემპიონი არგენტინის ნაკრები გახდეს. უსამართლობა იქნება, თუ ლეო კარიერას მუნდიალის მოგების გარეშე დაასრულებს.
იგივეს ვიტყოდი ლუის სუარესსა და ურუგვაის ნაკრებზეც,'' - ლუის ენრიკეს სიტყვებს როიტერსი ციტირებს.
არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფში საუდის არაბეთის, მექსიკისა და პოლონეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.
სკალონის გუნდი პირველ მატჩს 22 ნოემბერს, საუდის არაბეთის წინააღმდეგ გამართავს.