Belive

ლუის ენრიკე: "ფატი მშრომელი და თავდადებულია, რაც მან გააკეთა გამბედაობას საჭიროებს"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ "ბარსელონას" ამომავალი ვარსკვლავის ანსუ ფატის შესახებ დადებით კონტექსტში ისაუბრა, რომელმაც თავი საერთაშორისო შეხვედრებში წარმატებულად წარმოაჩინა. "როცა მოთამაშეს ვირჩევთ, არ ვუყურებთ მის ასაკს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ თითქოს ვერ ვაცნობიერებთ, რომ ფატის კარიერაში ცუდი მატჩებიც ექნება და შეცდომებსაც დაუშვებს. ეს ბუნებრივია და განვითარების შემადგენელი ნაწილია, მაგრამ, აუცილებელია თავდაჯერებულობა.  ანსუ ფატი ძალიან ბედნიერია და ამის მიზეზი ნამდვილად აქვს. ის მხოლოდ 17 წლისაა და უნდა მომწიფდეს, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში მეორე მატჩში ამ ყველაფრის გაკეთებას დიდი გამბედაობა სჭირდება. ის მშრომელი და თავმდაბალია. მან შთამბეჭდავად წარმოაჩინა თავი ვარჯიშებზე. მოხარული ვარ, რომ ამ ემოციებით ბრუნდება კლუბში. მის ასაკში დიდია რისკი, რომ წარმატებისგან გათავხედდეს, მაგრამ ანსუ საკმარისად ჭკვიანია იმისთვის, რათა მიხვდეს, რომ საუკეთესო გზა არის ის, რომელსაც მიჰყვება", - თქვა 50 წლის სპეციალისტმა. 17 წლის შემტევმა ერთა ლიგის ახალი სეზონის საწყის ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა, ხოლო უკრაინასთან შეხვედრაში ის საუკეთესო მოთამაშე დასახელდა.

სხვა სტატიები