Belive

ბარსელონა და მანჩესტერ სიტი საქველმოქმედო მატჩს გამართავენ

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
24 აგვისტოს, კამპნოუზე, "ბარსელონა" "სიტის" უმასპინძლებს. აღნიშნული შეხვედრა  საქველმოქმედო ხასიათის იქნება. სიტის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ და " ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ პრესკონფერენცია გამართეს. მათ შეუერთდა კლუბის ყოფილი მეკარე და მწვრთნელი, ხუან კარლოს უნსუე, რომელსაც ორი წლის წინ ამიოტროფიული  სკლეროზის (ALS) დიაგნოზი დაუსვეს. თამაშიდან შემოსული მთელი თანხა გადაირიცხება Fundación Luzón-ში, ALS-ის კვლევით საქველმოქმედო ორგანიზაციაში.
"ეს ჩვენთვის პატივია. ჩვენ გვინდა მადლობა გადავუხადოთ "ბარსას" ამ შესანიშნავი გადაწყვეტილებისთვის. " -განაცხადა გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე.
თამაში პრემიერ ლიგის სეზონის დაწყების შემდეგ გაიმართება, ამის მიუხედავად, გვარდიოლა დაჟინებით ამტკიცებს, რომ კატალონიაში ძლიერ გუნდს ჩაიყვანს.    

სხვა სტატიები