Belive

ლუის ენრიკე: ,,პედრი ჰარი პოტერს ჰგავს და იმედია, ხვალ მაგიას სახლში დატოვებს''

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, კატალონიის ბარსელონასთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,აქ დაბრუნებით მოხარული ვარ, ეს ჩემი სახლია! ჩემი სათამაშო და სამწვრთნელო კარიერის უმეტესი ნაწილი სწორედ ბარსელონაში გავატარე. კამპ ნოუზე არ ვთამაშობთ, თუმცა მონჟუიკიც ლამაზი სტადიონია, სადაც 1992 წლის ოლიმპიადაზე ვიასპარეზე.

ამაღელვებელია დაპირისპირება ისეთ მეტოქესთან, რომელიც ჩვენნაირი მენტალიტეტით თამაშობს. მათ ჰყავთ უმაღლესი დონის მწვრთნელი, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ. ორივე გუნდი ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ, ჩემი აზრით, მთავარი ბურთის ფლობა იქნება.

დანაკლისი? ვარჯიშს უნდა დაველოდოთ. ჩვენი მიზანია, რომ ფეხბურთელების ჯანმრთელობა რისკის ქვეშ არ დავაყენოთ. გადაწყვეტილება მოთამაშეებზეც იქნება დამოკიდებული. ეს მნიშვნელოვანი მატჩია, მაგრამ არა გადამწყვეტი. ვივარჯიშებთ და ვნახავთ, ვინ როგორ იგრძნობს თავს.

პედრი? მას კარგად ვიცნობ. ფანტასტიკური ფეხბურთელია. მიყვარს ბარსელონას ყურება და განსაკუთრებით ისეთი მოთამაშის, როგორიც პედრია. ის ჰარი პოტერს ჰგავს და დიდი იმედი მაქვს, ხვალ თავის მაგიას სახლში დატოვებს. თუმცა, ბარსელონა მხოლოდ პედრი არ არის, ამ გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელია.'' - ლუის ენრიკე

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში, კატალონიის ბარსელონა პარი სენ ჟერმენს უმასპინძლებს. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები