ლუის ენრიკე პარი სენ ჟერმენის მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ,,ბარსელონას” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, შესაძლოა, ,,პსჟ” ჩაიბაროს. ინფორმაციას L'Equipe ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, იულიან ნაგელსმანთან ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, ესპანელი სპეციალისტი პარიზული გუნდის მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის უმთავრესი კანდიდატია.
როგორც L'Equipe წერს, ,,პარი სენ ჟერმენში'' ხაბი ალონსოსა და ტიაგო მოტას ვარიანტებსაც განიხილავენ, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა მხარს ლუის ენრიკეს უჭერს.
Former Barcelona coach Luis Enrique could become the next PSG coach.
— Barça Universal (@BarcaUniversal) June 17, 2023
— @lequipe pic.twitter.com/nEzNxi1EUr