ლუის ენრიკე: ,,ოქროს ბურთის მოგება ჩემს ყველა ფეხბურთელს შეუძლია''
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ბოტაფოგოსთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:
,,ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სტადიონზე მოსული მაყურებლისთვის შოუ მოვაწყოთ. გვსურს, რომ გუნდმა ზრდა განაგრძოს, ეს ჩვენი გულწრფელი მიზანია.
ბოტაფოგოს დიდი ისტორია აქვს, მათ 2024 წელს კოპა ლიბერტადორესი მოიგეს. მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან თამაში პრივილეგიაა. რა თქმა უნდა, მეტოქე პრობლემებს შეგვიქმნის, რისთვისაც, ალბათ, ევროპული კლუბებისგან განსხვავებულ მეთოდებს გამოიყენებს.
ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, ეიფორიის განცდა ნორმალურია. ევროპის ჩემპიონობა პატარ მიღწევა არ არის. ბუნებრივია, რომ ჩვენზე ყველა კარგად საუბრობს. კომპლიმენტები სასიამოვნოა, მაგრამ ყოველთვის ვცდილობთ მომატებას. ეს მხოლოდ იმ გუნდის პირველი ნაბიჯებია, რომელსაც დომინირება სურს.
როგორ ვაძლევ ჩემს ფეხბურთელებს მოტივაციას? მარტივია, როცა გუნდში ასეთი ტიპის მოთამაშეები გყავს... მათ უყვართ ფეხბურთის თამაში, უყვართ ვარჯიში და ყველა სავარჯიშო მატჩის მოგება. მნიშვნელოვანია, როცა შემადგენლობაში ასეთი მენტალიტეტის ფეხბურთელები არიან.
ჩვენი მიზანი ძალიან ამბიციურია - გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც მოგებათა სერიის გაგრძელება უნდათ და გულშემატკივრები, რომლებიც ბევრ გამარჯვებას იმსახურებენ. ამის მიღწევა რთულია, რადგან უკვე ვხედავთ, რომ ჩვენ წინააღმდეგ ყველა განსაკუთრებული მოტივაციით თამაშობს. ასე რომ, ეს ჩვენთვის ძალიან კარგი გამოწვევაა.
როდის დაბრუნდება დემბელე? მისი მდგომარეობა ძალიან სწრაფად უმჯობესდება. თუმცა, მშვიდად უნდა ვიყოთ და ფეხბურთელისთვის საუკეთესოზე ვიფიქროთ. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ მალე დაბრუნდეს, მაგრამ უნდა დაველოდოთ.
არის თუ არა ვიტინია ოქროს ბურთის მოგების ფავორიტი? ინდივიდუალურ ჯილდოებზე არ ვფიქრობ. ჩემი ფავორიტი აუცილებლად დემბელეა. ჯილდოს მოგება ჩემს ყველა მოთამაშეს შეუძლია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ ვიმოქმედოთ ერთად და ეს ოქროს ბურთზე მნიშვნელოვანია! - ლუის ენრიკე
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მე-2 ტურში პარი სენ ჟერმენის მეტოქე ბოტაფოგო იქნება, მატჩი ხვალ დილით, 05:00 საათზეა ჩანიშული.
ლუის ენრიკეს გუნდმა პირველ შეხვედრაში მადრიდის ატლეტიკოს 4 უპასუხო გოლი გაუტანა.
❤️💙🎙️🇪🇸 Luis Enrique : «Quand pourrez-vous compter sur Ousmane Dembélé ? Son état s’améliore très rapidement. Mais on doit être calme et penser au meilleur pour les joueurs. Nous sommes une vraie équipe. Bien sûr, on aimerait l’avoir le plus vite possible avec le reste de… pic.twitter.com/JW4wjjK0fw
— Paris No Limit (@Xparisnolimit) June 19, 2025