ლუის ენრიკე: 'ნიცასთან წაგებას ჩემპიონთა ლიგის გარანტირებულ ფინალში გავცვლიდი'
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლიგა 1-ის 31-ე ტურში "პსჟ" "ნიცას" საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს. უკვე დიდი ხანია პარიზული გრანდი ჩემპიონია, ტურნირის დარჩენილ მატჩებში კი მთავარი მოტივაცია სეზონის ფრანგული ნაწილის დაუმარცხებლად დასრულება იქნება. მატჩის წინ ლუის ენრიკემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რეკორდის დამყარების დიდი სურვილი აქვს, თუმცა ეს ტიტულებზე მნიშვნელოვანი ვერ იქნება.
გულახდილი რომ ვიყო, თუ ვინმე გარანტიას მომცემს, რომ ხვალ ნიცასთან წაგების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავალთ, ამას დაუფიქრებლად დავთანხმდებოდი. რეკორდის დამყარება არ არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი, ჩვენი მიზანია ტიტულების მოგება, თასების მოგება, რადგან ეს არის ის, რაც ისტორიას ქმნის.
რადგან ასეთი გარანტიის გაცემა შეუძლებელია, ყველაფერს ვიზამთ, რომ ნიცასთან მოვიგოთ. - განაცხადა ლუის ენრიკემ
შუა კვირის მატჩში პსჟ-მ "ნანტთან" ფრედ ითამაშა, ახლა მას მხოლოდ 4 თამაშის არწაგება სჭირდება იმისთვის, რომ ისტორიაში პირველად, საფრანგეთის ჩემპიონატი წაუგებლად დაამთავროს. 29 აპრილს პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩი სტუმრად, "არსენალთან" ელოდება.