Belive

ლუის ენრიკე: ,,მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო და მოგებას ჩვენ ვიმსახურებდით''

5 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ლისაბონის სპორტინგთან წაგებული მატჩი შეაფასა:

,,როგორ შევაფასებდი მატჩს? ამის ახსნა ძალიან მარტივია - ჩვენ სტუმრად სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩავატარეთ, აშკარად ვაჯობეთ მეტოქეს, რომელიც მოგებას არ იმსახურებდა, მაგრამ ფეხბურთი ასეთია. ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ, ასეთი მენტალიტეტით ძალიან შორს წავალთ!

ვართ თუ არა გაკვირვებული სპორტინგის სულისკვეთებით? ამ გუნდის შესახებ ისედაც კარგად ვიცოდით. მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო და მოგებას ჩვენ ვიმსახურებდით. თუმცა, ფეხბურთი ხანდახან უსამართლოა და აჯილდოებს იმას, ვინც მეტ გოლს იტანს. ახლა ამაზე საუბარი რთულია, ჯანდაბას ფეხბურთი!'' - ლუის ენრიკე

ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში პარი სენ ჟერმენი სპორტინგთან 1:2 დამარცხდა.

7 ტურის შემდეგ ლუის ენრიკეს გუნდს 13 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციაზეა. ლიგის ფაზის ბოლო ტურში პსჟ-ს მეტოქე ნიუკასლი იქნება.

სხვა სტატიები