Belive

ლუის ენრიკე: ,,მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლია, ნამდვილ პსჟ-ს ვიხილავთ”

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, მარსელთან გასამართ მატჩხე ისაუბრა:

,,ვიცით, რამდენად რთულია ტიტულების მოგება, მაგრამ, ასევე, მოტივაციაცაა. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი მატჩია, ფინალია… მზად ვართ და გვინდა, რომ დომინანტები ვიყოთ.

როგორ ვირჩევთ შეტევას? ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული - ფეხბურთელების ფორმა, მეტოქე, სათამაშო დრო და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ფეხბურთელი ჯერ კიდევ გვაკლია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხვალ ნამდვილ პსჟ-ს ვიხილავთ.

გამარჯვების გასაგრძელებლად ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელებმა სიამოვნება მიიღონ. ვხედავ, რომ ვარჯიში ყველას სიამოვნებს. ამ ყველაფრით კმაყოფილი ვარ და იმედი მაქვს, კიდევ ბევრი ტიტულის მოგებას შევძლებთ.

გვაქვს თუ არა რევანშის სურვილი? როცა ფინალში მარსელის წინააღმდეგ თამაშობ, შურისძიება არ არსებობს. ეს სხვა ტურნირია და ყველა ემოცია უნდა მართო. ლიგა 1-ში მათთან მარცხი გავაანალიზეთ, ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ და ამას არ ვიმსახურებდით. ასეთია ფეხბურთი, სტუმრად თამაში ყოველთვის რთულია.” - ლუის ენრიკე

ხუთშაბათს, 8 იანვარს, საფრანგეთის სუპერთასის შეხვედრაში ერთმანეთს პარი სენ ჟერმენი და მარსელი დაუპირისპირდებიან. მატჩი 22:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები