Belive

ლუის ენრიკე: "კვარასთვის თავგადასავალი დაიწყო"

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში "პსჟ"-მ "რეიმსი" მიიღო და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა და ქართველმა პირველივე ცდაზე მიიღო მონაწილეობა საგოლე მოქმედებაში, კვარამ უსმან დემბელეს გაატანინა. ლუის ენრიკემ, მატჩის შემდეგ, ხვიჩას დებიუტზე ისაუბრა.

ჩვენს ნებისმიერ შემტევს ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შეუძლია, კვარას დებიუტისთვის ეს შეხვედრა ზედმეტად რთული აღმოჩნდა. მოედანზე თავს მშვენივრად გრძნობდა და ბევრი რამ შეგვმატა. ის ნელ-ნელა გაიცნობს ოპონენტებსაც და თანაგუნდელებსაც. გვჯერა, რომ ეს ხვიჩას დიდი თავგადასავლის დასაწყისია - განაცხადა ლუის ენრიკემ

პსჟ ლიგა 1-ის პირველ ადგილზეა და მდევარ "მარსელთან" 10-ქულიანი უპირატესობა აქვს. პარიზული გრანდი მომავალ შეხვედრას "შტუტგარტის" წინააღმდეგ, ჩემპინთა ლიგის (ლიგის ფაზის) ბოლო ტურში ჩაატარებს, თუმცა კვარა ფრანგულ კლუბს ვერ დაეხმარება (ჩემპიონთა ლიგის წესდების გამო).

სხვა სტატიები