Belive

ლუის ენრიკე ესპანელ ჟურნალისტს: ,,ყოველთვის ნეგატივს ხედავთ!''

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, დორტმუნდის ,,ბორუსიასთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,მიზანი ფინალში გასვლაა და ამისთვის მეტოქეზე უკეთესები უნდა ვიყოთ. გაუმჯობესების საშუალება ყოველთვის არსებობს და ჩვენ ამაზე ვიმუშავეთ. 3 წამში, შესაძლებელია, 2 გოლი გაიტანოთ, მაგრამ, ასევე შეიძლება, 2 გოლი გაუშვა.

როგორც მთელი სეზონის განმავლობაში, გულშემატკივრის როლი ხვალაც გადამწყვეტი იქნება. დორტმუნდში წარმოუდგენელი ატმოსფერო იყო და ,,პარკ დე პრენსზეც'' იმავეს ველით. იმედია, ბოლოს ყველა ერთად ვიზეიმებთ!

ჩავთვლი თუ არა გამოვარდნას წარუმატებლობად? (El Chiringuito-ს შეკითხვა) ზედმეტად ესპანური შეკითხვაა. ყოველთვის ნეგატივს ხედავთ! ცხოვრება გრძელდება, მზე ამოვა და როცა პარიზში მზეა, ყოველთვის მშვენიერია. ნებისმიერ შემთხვევაში, მეტოქეს ტაშს დავუკრავთ. რომც წავაგოთ, მათ მივულოცავთ და სიამაყით ვიტყვით, რომ მომავალ სეზონში დავბრუნდებით.'' - ლუის ენრიკე

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, ,,პარი სენ ჟერმენი'' ,,ბორუსიას'' უმასპინძლებს.

გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა დორტმუნდელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

სხვა სტატიები