Belive

ლუის ენრიკე: ,,დარწმუნებული ვარ, რომ ბარსელონას დამარცხება შეგვიძლია''

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, კატალონიის ,,ბარსელონასთან'' გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა:

,,ჩემთვის ბარსელონასთან თამაში ემოციური თვალსაზრისით რთულია, თუმცა, ამავდროულად, საინტერესოცაა. მინდა, ჩემი საქმე კარგად გავაკეთო და ეს მატჩი მოვიგოთ. მსურს, საკუთარ თავს დავუმტკიცო, რომ როგორც პროფესიონალი, უმაღლეს დონეზე ვარ, ამისთვის კი ბარსელონასთან მოგებაა საჭირო.

მეტოქე ძალიან მაღალი დონის გუნდია, თუმცა ახლა კარგ ფორმაში ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ მათი დამარცხება შეგვიძლია.

არ არსებობს არცერთი გულშემატკივარი ან ფეხბურთელი, რომელმაც არ იცის, რომ თანაბარი შეხვედრა გველის. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი რთული ეტაპია. პირველი მატჩის მოგებას ვეცდებით და ვფიქრობ, ამისთვის მზად ვართ!'' - ლუის ენრიკე

ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, ,,პარი სენ ჟერმენი'' კატალონიის ,,ბარსელონას'' უმასპინძლებს. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები