ლუის ენრიკე: "ჩემი გოგონა ახლა ფინალს ფიზიკურად ვერ დაესწრება, თუმცა სულიერად იქ იქნება."
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ,,არსენალთან'' მოგებული მატჩის შემდეგ, თავის გარდაცვლილ შვილზე ემოციურად ისაუბრა.
"ჩანასთან ბრწყინვალე მოგონებები მაკავშირებს, მას წვეულებები უყვარდა. მაქვს ერთი შესანიშნავი ფოტო ბერლინის ფინალის შემდეგ, როცა ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ.
ჩემი გოგონა ახლა ფინალს ფიზიკურად ვერ დაესწრება, თუმცა სულიერად იქ იქნება. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ეს ფაქტი, უფრო მაძლიერებს" - ლუის ენრიკე
შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკეს შვილი ჩანა, 2019 წელს 9 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.