Belive

კეირუში: "მგონია, რომ ამ მუნდიალზე VAR საერთოდ არ ფუნქციონირებს"

5 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

განას ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - კარლუშ კეირუშმა, ინგლისის ნაკრებთან არ დანიშნულ თერთმეტმეტრიანზე გაამახვილა ყურადღება და მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მომენტებში შთაბეჭდილება რჩება იმის შესახებ, რომ VAR-ის ფუნქციები ამ მუნდიალზე ძალიან შემცირებულია.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ მატჩის 79-ე წუთზე, ეზრი კონსამ საკუთარ საჯარიმოში განას ფეხბურთელი მოცელა, რაც ნამდვილად თერთმეტმეტრიანს ჰგავდა, თუმცა მატჩის მთავარმა მსაჯმა ეს მომენტი არც კი გადაამოწმა, რასაც კეირუშის გაბრაზება მოყვა, რომელიც იუმორით გამოხატა და ამის მიზეზიც ახსნა.

„მაინტერესებს, მსოფლიო ჩემპიონატზე VAR საერთოდ ფუნქციონირებს? უკვე ეჭვი მეპარება, რომ ვიდეორეფერის სისტემა კიდევ არსებობს. იყო ეპიზოდი, სადაც განას სასარგებლოდ აშკარა პენალტი უნდა დანიშნულიყო.

მსაჯები შეცდნენ, VAR კი ამ დროს, ალბათ, ყავას სვამდა.

ეს იყო ასპროცენტიანი პენალტი და წითელი ბარათი, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მაპატიეთ ასეთი სარკაზმი, მაგრამ ამ ყველაფერზე სერიოზული ტონით რომ ვისაუბრო, ალბათ, მკაცრად დამსჯიან.“ - კარლუშ კეირუში

ინგლისის ნაკრები 4 ქულით L ჯგუფს ლიდერობს, ასევე 4 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება განას ნაკრები, რომლებმაც გუშინდელ მატჩში მოპოვებული 1 ქულით, პლეი-ოფის საგზურისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგეს.

სხვა სტატიები