ლუის ენრიკე: ,,ბარსელონას ფეხბურთელებს ვიცნობ, მაგრამ, არ ვიცი, არის თუ არა ეს უპირატესობა''
8 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, კატალონიის ,,ბარსელონასთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,ვფიქრობ, ჩვენი გუნდი ფორმაშია და ახლა კარგი პერიოდი გვაქვს. არ ვგრძნობთ არანაირ ზეწოლას ან ზედმეტ ამბიციას. შემდეგ ეტაზე გასვლა ძალიან გვიხარია. თამაში და ბარსელონას დამარცხება გვსურს!
ხავის ვიცნობ როგორც თანაგუნდელს და არა - როგორც მწვრთნელს. ძალიან კარგად ვიცნობ კლუბს და ფეხბურთელებს, მაგრამ, არ ვიცი, არის თუ არა ეს უპირატესობა.
ემოციურ დონეზე შესანიშნავი გამოცდილებაა და მზად ვარ! ეს სამუშაოა და პროფესიონალი უნდა იყო! ბარსა მომწონს, მაგრამ მხოლოდ საკუთარ გუნდზე ვფიქრობ. მგონია, რომ ბურთის შენარჩუნებას ორივე გუნდი ეცდება.'' - ლუის ენრიკე
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, ,,პარი სენ ჟერმენი'' კატალონიის ,,ბარსელონას'' უმასპინძლებს. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.