ლუის ენრიკე: "არ მინდა არტეტას რაიმე მინიშნება მივცე"
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"პსჟ" რეკორდს ვეღარ დაამყარებს, ლიგა 1-ის 31-ე ტურში პარიზელები "ნიცასთან" საკუთარ კედლებში დამარცხდნენ, ასე რომ, ჩემპიონატის წაუგებლად დასრულება გამოირიცხა. მატჩის შემდეგ ლუის ენრიკემ მედიასთან რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
უპირველეს ყოვლისა, მინდა მივულოცო ნიცას. ისინი 100%-ით ეფექტურები იყვნენ. პირველი ტაიმის ერთი მომენტი და გოლი. ორი მომენტი მეორე ტაიმში და ორი გოლი. არამგონია, ეს სამართლიანი შედეგი იყოს, მეტს ვიმსახურებდით. დაუმარცხებლობა ჩვენი მიზანი იყო, მაგრამ ეს არ ცვლის ჩვენს მიზანს ჩემპიონთა ლიგაზე: ფინალში გასვლას.
ნიცას ჰყავდა მეკარე, რომელმაც რამდენიმე წარმოუდგენელი სეივი გააკეთა. გულშემატკივრები სიმღერას არ წყვეტდნენ. ვეცდებით, ბოლო წამამდე ბრძოლით ჩვენი გულშემატკივრები დავაფასოთ. ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც გამბედაობა აქვს, ეს ჩვენი დამახასიათებელი ნიშანია.
რატომ დავაყენე ძირითადი შემადგენლობა? რაც გინდა ის იფიქრეთ, თუმცა არ მინდა არტეტას ("არსენალის" მწვრთნელი) რაიმე მინიშნება მივცე. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი მოთამაშეებით, თუმცა ეს ჩვენი დღე არ იყო, - განაცხადა ლუის ენრიკემ
პსჟ ტრებლის მოგების შანსს ინარჩუნებს. გუნდი უკვე საფრანგეთის ჩემპიონია, საფრანგეთის თასის ფინალშიც გავიდა, 29 აპრილს კი, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩს სტუმრად, არსენალის წინააღმდეგ გამართავს.