Belive

"ძალიან რთული თამაში იქნება, რადგან ტოტენჰემი შესანიშნავი და ინტენსიური გუნდია" - მარსელინიო

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, ჩემპიონთა ლიგა იწყება და ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალი ტოტენჰემს ესტუმრება, მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. შეხვედრამდე ესპანური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მარსელინიო გარსია ტორალმა მედიასთან ისაუბრა.

ძალიან რთული თამაში იქნება, რადგან ტოტენჰემი შესანიშნავი და ინტენსიური გუნდია, ისინი ასევე პრესინგს კარგად თამაშობენ, მათი მახასიათებელია სწრაფი და აგრესიული თამაში. ტოტენჰემი სახლში თამაშობს და უამრავ საფრთხეს შეგვიქმნის, კარგი მოთამაშეები ჰყავთ და სურთ გასულ სეზონში მიღწეული შედეგის გაუმჯობესება.

ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ მატჩს კარგ ფორმაში შევხვდეთ, აუცილებელია, რომ კონკურენტუნარიანები ვიყოთ, თუ ორივეს მოვახერხებთ გამარჯვებასთან ახლოს ვიქნებით. ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლით აღფრთოვანებულები ვართ, ეს მსოფლიოში საუკეთესო ტურნირია და აქ ყოფნა კლუბის ყველა წევრისთვის ძალიან საამაყოა. ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგაზე თამაში დაიმსახურეს, რადგან მათ ეს შრომისმოყვარეობით დაიმსახურეს. ჩვენ გვინდა, რომ ვისიამოვნოთ ამით. მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეების წინააღმდეგ თამაში კონკურენტუნარიანობის ზრდაში დაგვეხმარება. - მარსელინიო გარსია ტორალი - ვილიარეალის მთავარი მწვრთნელი

სხვა სტატიები