ოფიციალურად: ლუის დე ლა ფუენტემ ესპანეთთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
59 წუთის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ოფიციალურად, ლუის დე ლა ფუენტემ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან კონტრაქტი 2032 წლამდე გაახანგრძლივა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნულ ამბავთან დაკავშირებით გადაწყვეტილები უკვე მიიღო.
კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა:
ჩვენ ვეძებთ პროექტს, რომელიც სტაბილურობასა და ნდობაზეა აგებული. ეს წინადადება ეფუძნება ლუის დე ლა ფუენტესა და მის მიერ წარმართული სპორტული პროექტისადმი რწმენას. პროექტი მოიცავს რამდენიმეწლიან საკონკურსო ციკლსა და მნიშვნელოვან ტურნირებს. საუბარია ეროვნული ნაკრების ისტორიაში ყველაზე ტიტულოვან მთავარ მწვრთნელზე. ჩვენთან გატარებული 14 წლის შემდეგ, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში გრძელვადიანი მომავალი სწორედ ისაა, რასაც ლუის დე ლა ფუენტე იმსახურებს. - რაფაელ ლუზანი - ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი
🔴 La Junta Directiva de la @RFEF aprueba la renovación de Luis de la Fuente hasta 2032.
— RFEF (@rfef) September 21, 2026
🔗 https://t.co/8rHIwxji7n pic.twitter.com/1CBWzqMxZc
ლუის დე ლა ფუენტე ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს 2023 წლიდან ხელმძღვანელობს, რა დროშიც მან ერთა ლიგაც მოიგო, ევროპის ჩემპიონატიც და მსოფლიო ჩემპიონატიც.
65 წლის ესპანელმა სპეციალისტმა გუნდი 49-ჯერ გაიყვანა მინდორზე, რა დროშიც 39 მოიგო, 7 ფრედ ითამაშა და მხოლოდ 3-ჯერ დამარცხდა.