ლუის დე ლა ფუენტე: "ოქროს ბურთი ესპანელმა ფეხბურთელმა უნდა მოიგოს"
19 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ განაცხადა, რომ პრესტიჟული ჯილდო ფურია როხას წარმომადგენელს უნდა გადაეცეს.
"ვფიქრობ, ოქროს ბურთი ესპანელს უნდა გადაეცეს, რადგან ისინი მრავალი თვალსაზრისით საუკეთესონი არიან მსოფლიოში, მათ შორის თამაშის აღქმაში. ესპანელი ფეხბურთელი თითქმის სრულყოფილი მოთამაშეა.
გარდა ამისა, წელს ესპანელმა ფეხბურთელებმა მეტად დაიმსახურეს ასეთი აღიარება. თუმცა, როგორც ჩანს, ჩვენი ფეხბურთელები არ ღელავენ ოქროს ბურთის მოგებაზე", - ლუის დე ლა ფუენტე.
ესპანეთის ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, თანაც ისე, რომ ტურნირზე ერთადერთი გოლი გაუშვა, ბელგიის ნაკრებთან მატჩში. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად როდრი დასახელდა.