დე ლა ფუენტე: "ბედნიერი ვარ, რომ ტრავმები არ დაგვემატა"
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
2026 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ესპანეთთან სტუმრად დამარცხდა (2:0). თამაშის შედეგი მიმდინარეობას ზუსტად არ ასახავს, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ნაკრებს გაუმართლა, რომ გაცილებით დიდი ანგარიშით არ დამარცხდა. ესპანელები წარმოუდგენლად დიდ უპირატესობას ფლობდნენ და ქართველებს მცირე შანსიც არ მისცემიათ, რომ თამაშში გარდატეხა შეეტანათ. აი, რას ამბობს ესპანელთა მწვრთნელი მატჩის შემდეგ.
ყველა თამაშს 6:0-ს ვერ მოიგებ, დღეს დამტკიცდა, რომ უმაღლეს დონეზე ბევრი გოლის გატანა ძნელია, მიუხედავად იმისა, რომ ამის რეალური შანსები გვქონდა. მეტოქე თავს თავგანწირვით იცავდა და შესანიშნავი მეკარე ჰყავთ, გოლების გასატანად ყველაფერი იდეალურად უნდა შესრულდეს.
ჩემს გუნდში კოლეგებზე უფრო მეტად მეგობრები მყავს, ამიტომ ვერ ვხედავ იმაში პრობლებას, ოიარსაბალმა პენალტი ფერანს რომ დაუთმო. ჩვენ გყვავს პენალტის სპეციალისტები და ერთ-ერთი სწორედ ტორესია.
მე გამიმართლა, რომ ამ შესანიშნავი გუნდის გაწვრთნა მიწევს. ესპანური აკადემიები ძალიან კარგად მუშაობს და ამას ნაკრებში მშვენივრად ვგრძნობ. ფეხბურთი რთული სპორტია, რომელსაც თან ტრავმები ახლავს, ამიტომ დღეს ბედნიერი ვარ, რომ ასეთი სახის პრობლემა აღარ დაგვემატა. - განაცხადა ლუის დე ლა ფუენტემ
საკვალიფიკაციო ეტაპის E ჯგუფში ესპანეთი პირველ ადგილზეა (სამივე მოგებული მატჩით), მეორე ადგილს 6 ქულით თურქეთი იკავებს, ხოლო მესამეზე საქართველოა 3 ქულით. 14 ოქტომბერს, სწორედ ჩვენი ნაკრები ეწვევა თურქეთს და უპრინციპულეს მატჩს გამართავს, რომლის შედეგმაც, შესაძლოა, ჯგუფში მეორეადგილოსნის ბედი გადაწყვიტოს.