Belive

ლუჩიანო სპალეტი სერია A-ს იანვრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი, ლუჩიანო სპალეტი იტალიის სერია A-ში იანვრის თვის საუკეთესოდ დასახელდა.

აღნიშნული ჯილდო 63 წლის სპეციალისტმა მიმდინარე სეზონში მეორედ, ხოლო კარიერაში მესამედ მოიგო.

View this post on Instagram

A post shared by Lega Serie A (@seriea)

იანვრის თვეში "ნაპოლიმ" სერია A-ში 5 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 1-ში დამარცხდა, 4 კი გამარჯვებით დაასრულა, რაშიც საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას როლიც საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო.

ამ მომენტისთვის, "ნაპოლი" 20 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 53 ქულას ფლობს და უახლოეს მდევარ "ინტერთან" 13-ქულიანი სხვაობით ერთპიროვნულად ლიდერობს. შემდეგ შეხვედრას "ნაპოლი" 5 იანვარს, "სპეციას" წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები