ლუჩიანო სპალეტი: "ნაპოლი მხოლოდ კვარაცხელია და ოსიმენი არ არის"
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ იტალიის სერია A-ს 27-ე ტურის შეხვედრაში, "ტორინოს" წინააღმდეგ - 4:0 მოგებული შეხვედრის შემდეგ საინტერესო კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მისი გუნდის წარმატება მხოლოდ საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას და მისი მეწყვილის ვიქტორ ოსიმენის დამსახურება არ არის.
"ნაპოლი" მხოლოდ ოსიმენი და კვარაცხელია არ არის. "ნაპოლი" ჩვენი გუნდის ფეხბურთელები არიან. დი ლორენცომ კოსმიური მატჩი ჩაატარა. ჩემპიონივით, უცხოპლანეტელივით ითამაშა.
ყველა ჩვენს მოთამაშეს აქვს ხარისხი, თითოეულ მათგანს შეუძლია თამაშის აქტიურ ფაზაში ჩართვა, თანმიმდევრულად მოქმედების დროს.
მაგალითად, ისეთი აგრესია, როგორიც კიმმა გვაჩვენა, მარტივი საპოვნელი არ არის. მისგან თავის დაღწევა თითქმის შეუძლებელია. მე ვნახე, რა გააკეთა კიმმა რამდენიმე მოთამაშის წინააღმდეგ.
დი ლორენცოს ძლიერი ხასიათი აქვს, ის შესანიშნავი ბიჭია", - თქვა 64 წლის სპეციალისტმა.
"ნაპოლი" 27 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ დაგროვებული 71 ქულით და უახლოეს მდევარ "ლაციოსთან" 19-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, 2022/23 წლების სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობაში 29 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი და 13 საგოლე პასი გაკეთებული. მის აქტივში ასევე 5 მოპოვებული პენალტია.