ლოზანამ მოგება ვერ შეძლო - გაბრიელ სიგუას შეფასება
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
შვეიცარიის სუპერლიგის მე-9 ტურის მატჩში, ლუცერნისა და ლოზანას დაპირისპირება შედგა. შეხვედრა, ფრედ 2:2 დასრულდა.
ლოზანა მეტოქეს 2-ბურთიანი სხვაობით ამარცხებდა, თუმცა 84-ე და 89-ე წუთზე გაშვებული გოლებით, თამაშის სასურველი შედეგით დასრულება ვერ შეძლო. სტუმარი გუნდის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გაბრიელ სიგუამ, რომელიც 75-ე წუთზე შეცვალეს.
მოედანზე ყოფნის განმავლობაში, სიგუა ბურთს 34-ჯერ შეეხო და პასების 77%-იანი სიზუსტე ჰქონდა. Flashscore სიგუას თამაშს 6.7 ქულით აფასებს. Sofascore-მ კი ქართველ ფეხბურთელს 6.6 ქულა დაუწერა.