ლორისი არგენტინის ნაკრებზე: ,,ეს იყო თავდასხმა ფრანგ ხალხზე, როცა გამარჯვებული ხარ, მეტი პასუხისმგებლობა გეკისრება''
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მეკარე, უგო ლორისი, არგენტინელი ფეხბურთელების მხრიდან ფრანგი ფეხბურთელების მიმართ გამოთქმულ რასისტულ შეძახილებს გამოეხმაურა:
,,მნიშვნელობა არ აქვს, რომ ტიტულის მოგების შემდეგ, ეიფორიაში ხარ, ასეთ დროს, მეტი პასუხისმგებლობა გმართებს! ფეხბურთში მსგავსი რამის მოსმენა არ გვსურს, ყველანი ვეწინააღმდეგებით დისკრიმინაციასა და რასიზმს! უბრალოდ, იმედი მაქვს, რომ ეს შეცდომა იყო. შეცდომებს ყველანი ვუშვებთ...
არგენტინის ნაკრები ახლა სამხრეთ ამერიკასა და მსოფლიოში ფეხბურთის სახეა. ის, რაც მათ ბოლო 4-5 წლის განმავლობაში გააკეთეს, დაფასებას იმსახურებს. მაგრამ, როცა იგებ, სხვებისთვის მაგალითი უნდა იყო, განსაკუთრებით, ბავშვებისთვის. ეს იყო აშკარა თავდასხმა ფრანგ ხალხზე, განსაკუთრებით მათზე, ვისაც აფრიკული წარმომავლობა აქვს.'' - უგო ლორისი
არგენტინის ნაკრების ფეხბურთელებმა სიმღერა კოპა ამერიკის მოგების შემდეგ, ავტობუსში შეასრულეს. ენცო ფერნანდესის ინსტაგრამ-ლაივში საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელების შესახებ არგენტინელთა შეძახილები ისმოდა: ,,ისინი თამაშობენ საფრანგეთში, მაგრამ ყველანი ანგოლიდან არიან ჩამოსულები.''
ინციდენტის გამო, ფერნანდესს ლონდონის ,,ჩელსიში'' რამდენიმე თანაგუნდელმა ინსტაგრამზე გამოწერა გაუუქმა.
აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ფიფაში საჩივარი შეიტანა, ორგანიზაციამ კი ფაქტზე გამოძიება დაიწყო.