Belive

ლორიას ჟესტი, რომლის გამოც კვიპროსში ეჭვები გაუჩნდათ (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კვიპროსის ჩემპიონატის მე-3 ტურში "ანორთოსისი" შინ "აპოლონთან" 1:3 დამარცხდა. აღნიშნულ შეხვედრას კვიპროსში დიდი გამოხმაურება განსაკუთრებით მას შემდეგ მოჰყვა, რაც ფეხბურთის ფედერაციის სპორტული ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეა პაპახარალამბუსმა გიორგი ლორიას ჟესტში ეჭვი შეიტანა. ხსენებული ადამიანი მიიჩნევს, რომ ქართველმა მეკარემ პენალტის ეპიზოდში "აპოლონის" ფეხბურთელს დარტყმის მიმართულება უკარნახა, თავად კი საპირისპირო მხარეს გადახტა.

იხილეთ ვიდეო: 

აღსანიშნავია, რომ გიორგი ლორიამ საკუთარი გუნდი "აპოლონთან" არაერთხელ გადაარჩინა. საქართველოს ნაკრების გამოცდილ მეკარეს "ანორთოსისი" მხარდაჭერას უცხადებს.

სხვა სტატიები