Belive

ლორენცო ინსინიე: "ჩვენი ძალა გუნდურობაშია, მანჩინიმ შესანიშნავი გუნდი ჩამოაყალიბა"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის გახსნითი შეხვედრის შემდეგ, რომელშიც იტალიის ნაკრებმა თურქეთს, საშინაო კედლებში, რომში, "სტადიო ოლიმპიკოზე" - 3:0 აჯობა, "სკუადრა აძურას" შემტევმა და თავისი გუნდის მესამე და მატჩში ბოლო გოლის ავტორმა, ლორენცო ინსინიემ აღმოსავლეთევროპელებთან მოპოვებული გამარჯვება შეაფასა. "ჩვენ დაბალ ტემპში თამაში დავიწყეთ, მაგრამ მეორე ტაიმში მოვახერხეთ აღდგენა და სამი გოლის გატანა. მანჩინიმ გვითხრა, რომ სიმშვიდე შეგვენარჩუნებინა და თამაშზე ვყოფილიყავით კონცენტრირებულები - ეს ის იყო, რაც გავაკეთეთ და საბოლოოდ, ჩვენს მიზანს მივაღწიეთ. შესანიშნავი იყო ჩვენი გულშემატკივრების წინაშე თამაში. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს არის ამოსავალი წერტილი მრავალი ადამიანისთვის. იმედი ვიქონიოთ, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი მოვა სტადიონზე მომავალში. ჩვენი ძალა არის გუნდურობა. მწვრთნელმა შექმნა შესანიშნავი გუნდი, რომელშიც ფეხბურთელები ძირითად შემადგენლობაში დამწყებ და სათადარიგოთა სკამზე მსხდომებად არ არიან გამიჯნულები და თითოეული ჩვენგანი ყოველთვის მზად არის თანაგუნდელების გამო თავი გაწიროს. გამარჯვება ყველაზე მთავარია,  გოლის გატანა - კიდევ უკეთესი. შესანიშნავი ღამე იყო", - თქვა "ნაპოლის" 30 წლის შემტევმა. ანგარიში შეხვედრის 53-ე წუთზე, მერიჰ დემირალის ავტოგოლით გაიხსნა, 66-ზე ჩირო იმობილემ უპირატესობა ორამდე გაზარდა, 13 წუთში კი ამ უკანასკნელის გადაცემით ლორენცო ინსინიემ ისარგებლა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სხვა სტატიები