Belive

Eurosport: რეალი მბაპეს 2021 წელს შეიძენს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
კილიან მბაპე მადრიდის "რეალის" წევრი 2021 წელს გახდება - აღნიშნულთან დაკავშირებით, ექსკლუზიურ ინფორმაციას Eurosport-ი სანდო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ფრანგ ფეხბურთელს "პარი სენ-ჟერმენთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. 21 წლის ფეხბურთელმა უკვე დააფიქსირა, რომ პარიზულ გრანდთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს, რაც ფინანსური თვალსაზრისით, "პსჟ-სთვის" თავსატეხს წარმოადგენს. 2018 წელს, მბაპეს სანაცვლოდ, პარიზელებმა €145 მილიონი გადაიხადეს და მისი გაყიდვის შემთხვევაში, ფინანსური სარგებლის მიღებას შეეცდებიან - თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ მბაპეს კონტრაქტის ხანგრძლივობა მალე იწურება, მადრიდელები პარიზელებს გარკვეულ კომპრომისზე წასვლას მოსთხოვენ. Eurosport-ის წყაროს ცნობით, მბაპეს ტრანსფერთან დაკავშირებით, ზინედინ ზიდანსა და ფლორენტინო პერესს შორის სრული თანხმობაა, ცნობილია ისიც, რომ მადრიდში გადაბარგებაზე უარს არც ფრანგი ვარსკვლავი ამბობს.
1504082753_170282_1504082951_noticia_normal

კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ, თავდასხმის ხაზში ლიდერის ფუნქცია კარიმ ბენზემამ გადაიბირა. ედენ აზარის, ასევე ლუკა იოვიჩის არასტაბილურობისა და გარეთ ბეილის გუნდიდან წასვლის ფონზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ "რეალის" შემტევითი პოტენციალი შესუსტებულია, რადგან ვინიციუსი, როდრიგო და თუნდაც მარკო ასენსიო გატანილი გოლების რაოდენობით ნაკლებად გამოირჩევიან. შესაბამისად, საინტერესოა, განახორციელებს თუ არა "სამეფო კლუბი" ტრანსფერს მბაპეს გუნდში ჩარიცხვამდე თუ პირიქით, დაეყრდნობა თუ არა ზინედინ ზიდანი არსებულ შემადგენლობას. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდი 4 ოქტომბერს დასრულდება.

სხვა სტატიები