Belive

ლოკომოტივის ოფიციალური განცხადება კოხრეიძის ტრავმის შესახებ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ჩემპიონატის მე-7 ტურის მატჩი "ლოკომოტივსა" და "საბურთალოს" შორის გიორგი კოხრეიძისთვის მძიმე გამოდგა. შეხვედრის მიწურულს ახალგაზრდა ფეხბურთელი სანდრო გურეშიძესთან შეჯახებისას მძიმედ დაშავდა და ჯვარედინი მყესები დაიზიანა. ტრავმის გამო კოხრეიძესთვის სეზონი დასრულებულია - ის მოედანს 7 თვეში დაუბრუნდება. "ლოკომოტივი" მომხდარის გამო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს:
"18 ივნისს, "საბურთალოსა" და "ლოკომოტივის" მატჩის მიმდინარეობისას, ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში, სანდრო გურეშიძესთან ორთაბრძოლაში სერიოზული ტრავმა მიიღო გიორგი კოხრეიძემ. ვწუხვართ, რომ გიორგი დაშავდა. ჩვენი კლუბისა და სანდრო გურეშიძის სახელით, მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ "საბურთალოს" ახალგაზრდა შემტევს."

სხვა სტატიები