მთავარი
ფილმები
ბლოგი
ქვიზი
კონტაქტი
Close menu
Menu
მთავარი
ფილმები
ბლოგი
ქვიზი
კონტაქტი
Close modal
ეროვნული ლიგა: IX ტურის სიმბოლური გუნდი
4 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ეროვნულ ლიგაში პირველი წრე დასრულდა. მეცხრე ტურის შემდეგ ცხრილის სათავეში მოქმედი ჩემპიონი მოექცა
. "დინამო თბილისმა" "მერანს" 2:1 აჯობა და 18 ქულით პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
ქვეყნის უტიტულოვანეს კლუბს ხელი იმანაც შეუწყო, რომ აქამდე ერთპიროვნული ლიდერი
გორის "დილა" სეზონში პირველად, თანაც საშინაო კედლებში, "ლოკომოტოვთან" დამარცხდა.
ერთადერთი გუნდი, რომელმაც წრე წაუგებლად დაასრულა, "დინამო ბათუმია".
ვიცე-ჩემპიონმა აუტსაიდერ "ჩიხურას" 4 უპასუხო გოლი გაუტანა.
"მერანსა" და "ჩიხურას" მიუახლოვდა "სამტრედიაც" -
კახა კაჭრავას გუნდმა ზედიზედ მესამედ წააგო და გასავარდნ ზონაში ჩაეშვა.
რაც შეეხება ეროვნული ლიგის კიდევ ერთ დებიუტანტს, "
თელავმა" წრის ბოლო მატჩი "ტორპედოსთან" გამართა და იქიდან ქულა წამოიღო - 1:1.
მეცხრე ტურის შედეგები:
"ტორპედო" - "თელავი" 1:1 "მერანი" - "დინამო თბილისი" 1:2 "ჩიხურა" - "დინამო ბათუმი" 0:4 "დილა" - "ლოკომოტივი" 0:1 "სამტრედია" - "საბურთალო" - 1:2 სატურნირო მდგომარეობა მეცხრე ტურის შემდეგ:
მეცხრე ტურის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელისგან და მწვრთნელისგან შედგენილ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს.
მეკარე
: გიორგი მამარდაშვილი ("ლოკომოტივი").
მცველები
: საიმონ ბენიო, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური (ყველა "დინამო თბილისი"), მამუკა კობახიძე ("დინამო ბათუმი"), ილია ბერიაშვილი ("თელავი").
ნახევარმცველები
: ჯაბა ჯიღაური ("დინამო ბათუმი"), ირაკლი რუხაძე ("თელავი"), ელვინ ტერა ("საბურთალო").
თავდამსხმელები
: ირაკლი სიხარულიძე ("ლოკომოტივი"), გიორგი ნიქაბაძე ("დინამო ბათუმი").
მწვრთნელი
: გიორგი ჭიაბრიშვილი ("ლოკომოტივი").
ასევე იხილეთ:
ეროვნული ლიგა: VIII ტურის სიმბოლური გუნდი
ასევე იხილეთ:
ეროვნული ლიგა: VII ტურის სიმბოლური გუნდი
ასევე იხილეთ:
ეროვნული ლიგა: VI ტურის სიმბოლური გუნდი
ასევე იხილეთ:
ეროვნული ლიგა: V ტურის სიმბოლური გუნდი
ასევე იხილეთ:
ეროვნული ლიგა: IV ტურის სიმბოლური გუნდი
ასევე იხილეთ:
ეროვნული ლიგა: III ტურის სიმბოლური გუნდი
გორის დილა
სამტრედია
თბილისის ლოკომოტივი
ეროვნული ლიგა
დინამო თბილისი
თელავი
დინამო ბათუმი
თბილისის საბურთალო
საჩხერის ჩიხურა
თბილისის მერანი
სიმბოლური გუნდი
ამირან შაიშმელაშვილი
სხვა სტატიები
გიორგი ჭიაბრიშვილმა თბილისის ლოკომოტივი დატოვა
ამირან შაიშმელაშვილი
2 წლის წინ
ფეხბურთი
ჩისკო: "დინამოში ყოფნა ბედნიერებაა, ეს გუნდი ჩემთვის მეორე სახლია"
ამირან შაიშმელაშვილი
4 წლის წინ
ფეხბურთი