Belive

ლოგოს ცვლილება | აიაქსი კლასიკურ ვიზუალურ იდენტობას დაუბრუნდა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"აიაქსის" ემბლემა კლასიკურ სტილს დაუბრუნდა. 2025/26 წლების სეზონიდან, ამსტერდამული კლუბის მაისურზე ისეთივე ლოგო გამოჩნდება, რითაც "აიაქსი" 34 წლის წინ 1928-დან 1991 წლამდე თამაშობდა.

ცვლილებასთან დაკავშირებით, კომენტარი "აიაქსის" გენერალურმა დირექტორმა გააკეთა.

18 მარტს, "აიაქსი" 125 წლის იუბილეს აღნიშნავს და საზეიმო აღნიშვნისას, კლასიკური ლოგოს დაბრუნებასაც ოფიციალურად გამოვაცხადებთ. ჩვენთვის ცნობილია, რომ კლუბის გულშემატკივარის უდიდეს ნაწილს ეს ნატვრა ჰქონდა და მიგვაჩნია, რომ 125 წლის იუბილე წარმოადგენს საუკეთესო მომენტს იმისთვის, რომ გულშემატკივარსა და ჩვენს თავს კლასიკური ლოგო დავუბრუნოთ.

ამასთან, ისტორია გვიჩვენებს, რომ კლუბი წარმატებას მაშინ აღწევს, როდესაც საკუთარ დნმ-თან ახლოსაა. სწორედ ამიტომ, "აიაქსში" მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კლუბის ფილოსოფია და ღირებულებები ჩვენს დმს-ს შეესაბამებოდეს. კლასიკური ლოგოს დაბრუნებით, ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას და ხაზს ვუსვამთ კლუბის მდიდარ წარსულსა და მომავლის ხედვას - მომავლის, რომელიც ეფუძნება ყველაფერ იმას, რასაც დღეს ვუფრთხილდებით. - მენო გილენი

სხვა სტატიები