"ლივერპულთან გამარჯვება რთული იქნება, მაგრამ ამბიციურები უნდა ვიყოთ" - ლუის ენრიკე
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ლიგა 1-ის 24-ე ტურის შეხვედრაში, "პარი სენ-ჟერმენმა" "ლილს" უმასპინძლა და დამაჯერებლად, 4:1 დაამარცხა.
"პარკ დეს პრენსზე" მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, ლუის ენრიკემ ჟურნალისტებთან ისაუბრა და მომდევნო მატჩის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ეს იყო საუკეთესო პირველი ტაიმი. ისეთ ძლიერ გუნდს, როგორიცაა "ლილი" 4 გოლი გავუტანეთ და უამრავი მომენტი შევქმენით. ეს ყველაფერი ჩვენს მაღალ დონეზე მეტყველებს, მაგრამ მომდევნო მატჩებზე უნდა ვიფიქროთ. ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" 2 მძიმე თამაში გველის, ძალები უნდა აღვიდგინოთ და ამბიციურები ვიყოთ.
"ლილთან" შეტევაში დიდი ძალებით ავდიოდით
და მეტოქეს დიდ წნეხში ვაქცევდით. რა თქმა უნდა, "ლივერპულთან" გაგვიჭირდება, მაგრამ დიდებულ ფორმაში ვართ. - ლუის ენრიკე.
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველი შეხვედრა "პარი სენ-ჟერმენსა" და "ლივერპულს" შორის, "პარკ დეს პრენსზე" 5 მარტს, 23:59 საათზე დაიწყება.